„მე არ მინდა, რომ ომბუდსმენის ინსტიტუტი, გადაიქცეს კრიმინალების გამპრავებელ კანტორად“

ბრალდებულების მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებას შს მინსიტრი გამოეხმაურა. გიორგი მღებრიშვილის თქმით, მისთვის ომბუდსმენის განცხადება გასაკვირია.

„მე ყოველთვის მაოცებს ომბუდსმენის ასეთი დამოკიდებულება, მას შეეძლო ჩვენთან გადაემოწმებინა ინფორმაცია და მიიღებდა  აბსოლუტურად ამომწურავ პასუხს. უფრო მეტი დაკვირვება და მეტი სიფრთხილე გვჭირდება, როდესაც პოლიციელებთან მიმართებით ვაკეთებთ რაიმე განცხადებას, მე არ მინდა, რომ, ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუტი, როგორიც ომბუდსმენის ინსტიტუტია, გადაიქცეს კრიმინალების გამპრავებელ კანტორად“,-განაცხადა მღებრიშვილმა.

სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მიმართავს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძოება ბრალდებულის ს.მ.-ს მიმართ პოლიციელების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე. ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ.

">