მექსიკის პირველმა ქალმა პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა ფიცი დადო

მექსიკის პირველმა ქალმა პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა ფიცი დადო, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
62 წლის კლაუდია შეინბაუმი ქვეყანას ექვსწლიანი ვადით უხელმძღვანელებს.
„ახლა ტრანსფორმაციის დროა, ახლა ქალების დროა“, – განაცხადა მექსიკის ახალმა პრეზიდენტმა.
კლაუდია შეინბაუმმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი შეცვალა. ივნისში გამართულ მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ქალაქ მეხიკოს ყოფილმა მერმა, კლაუდია შეინბაუმმა ხმების 61% მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – ჩვენთვის, ქარტიაზე ხელმოწერა ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი იყო, ტექნიკური მთავრობის ნაწილში განსაკუთრებით, რადგან ჩვენთვის ეს გზაა, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა არ ჩამოყალიბდეს

მეუფე ნიკოლოზი – ვის აირჩევს ადამიანი, აქ რაიმე მითითების მიცემა არ შეიძლება იმიტომ, რომ თუ გვინდა ვიყოთ თავისუფალი სახელმწიფო, ეს თავისუფალი სახელმწიფო პიროვნებებისგან უნდა შედგებოდეს