მექსიკაში სუპერმარკეტში ხანძრის შედეგად სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში სუპერმარკეტში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგად, სულ მცირე, 23 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ხანძარი ჩრდილოეთ მექსიკის ქალაქ ერმოსილიოში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში გაჩნდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ბავშვები და ათობით ადამიანი დაშავდა.
„საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიების დაწყების ბრძანება გავეცი“, – განაცხადა სონორას შტატის გუბერნატორმა, ალფონსო დურასომ.
მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე გიორგი: ყველასათვის გახდა ცნობილი არაბული კომპანიის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში… კომპანია რომელიც გაცხადებულად იძახის, რომ 30 000 კაცს ჩამოიყვანს და მისი ტომელები შეისყიდიან და ჩასახლდებიან აქ, მაშინ რას ვაკეთებთ ჩვენ?