მეტ დეიმონმა ახალ კომედიურ ფილმ „შემცირებაში“ მთავარი როლი შეასრულა

46 წლის მსახიობმა, მეტ დეიმონმა 2017 წლის ფანტასტიკურ კომედიაში „შემცირება“ მთავარი როლი შეასრულა. ფილმის რეჟისორი ალექსანდრ პეინია.

ფილმის სიუჟეტი  ვითარდება, როცა მეტ დეიმონის პერსონაჟი მეუღლესთან ერთად ცხოვრების შეცვლას გადაწყვეტს, კერძოდ კი მეცნიერების მიერ შექმნილი აპარატით ზომაში დაპატარავებას და მინიატურულ ცხოვრებას მოისურვებს, სადაც მდიდრული სახლებისა და ძვირადღირებული ნივთების შეძენას შეძლებს.

დეიმონთან ერთად ფილმში კრისტენ უიგი, ჯეისონ სუდეიკისი, კრისტოფ ვალცი, ალეკ ბოლდუინი და ნილ პატრიკ ჰარისი მონაწილეობენ.

 

">