მერცი: მხარდაჭერა კიევს და ზეწოლა მოსკოვზე – ნამდვილი სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის ორივეა საჭიროა

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ რეალური სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის საჭიროა როგორც ზეწოლა რუსეთზე, ისე უკრაინის მხარდაჭერა. ასე ეხმაურება ის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მზაობისა და არაერთი ზეწოლის მიუხედავად, ს პერმანენტულ თავდასხმებს უკრაინის ქალაქებზე.
“ვგმობ რუსეთის მიერ ზე ბოლოდროინდელ თავდასხმებს. ეს არის ძალიან სერიოზული ომის დანაშაული. ეს არის ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. რუსეთი აგრძელებს ესკალაციას მოლაპარაკების ნაცვლად. მერტი მხარდაჭერა კიევს და ზეწოლა მოსკოვს – ნამდვილი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ორივეა საჭიროა”, – წერს გერმანიის კანცლერი.
რუსეთი აგრძელებს საჰაერო თავდასხმებს უკრაინაზე. ეს იმ ფონზე, როცა უკრაინა დაჟინებით მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტად და ამისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს. რუსეთის პრეზიდენტის, ს ინიციატივით, ორ ქვეყანას შორის პირისპირი მოლაპარაკებები თურქეთში გაიმართა. თუმცა, უშედეგოდ.
უკრაინის პოზიცია იყო, რომ მოლაპარაკებების პარალელურად მაინც შეწყვეტილიყო ცეცხლი. თუნდაც დროებით. მაგრამ რუსეთი არც ამ წინადადებას დათანხმდა. ამ დრომდე, მხარეებმა მხოლოდ ტყვეების გაცვლის შესახებ შეთანხმება მოახერხეს.
ამავე თემაზე:
· მემორანდუმი – რას ითხოვს რუსული მხარე უკრაინისგან კონფლიქტის დასასრულებლად?
· მეტი იარაღი უკრაინას, მკაცრი სანქციები და იზოლაცია რუსეთს – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ვიღაცებს სწყინთ, რომ „ნაცმოძრაობა“ ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში, სწორედ, ეს ადამიანები საუბრობენ დღეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე და ცდილობენ, ქართველი ხალხი დააშანტაჟონ

ეკა გიგაური – ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოში რუსული კანონებით ცხოვრებას! არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანებზე პერსონალურ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილს არ მივაწვდით!

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია – თან ენანებათ ის 2-3 მანდატი, რომელიც შეუძლიათ, რომ საკრებულოებში მიიღონ, თან მეორე მხრივ, ხედავენ, რომ აბსოლუტურად განწირულები არიან მარცხისთვის