მეორე დღეა, თელავის მუნიციპალიტეტში ტყის ხანძარს ებრძვიან – ცეცხლის ქრობის სამუშაოებს რელიეფი ართულებს

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფლების – ლეჩურისა და ფშაველის მიმდებარედ, მეორე დღეა, ტყის ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია. ხანძრის ქრობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარებს.
შეინიშნება ცეცხლის რამდენიმე კერა. არის ძლიერი დაკვამლიანებაც.
ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა გავრცელებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან შესაბამისი სამსახურები.
ცეცხლის ქრობის პროცესს რთული რელიეფი ართულებს. მეხანძრე-მაშველები სპეციალური მძიმე ტექნიკით შესვლას ვერ ახერხებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მართლა სპეცოპერაცია რომ ჩაატარეთ, რომლის ავანგარდშიც კელი დეგნანი იყო, “რუსული კანონი” რომ უწოდეთ, ქართულ, უმარტივეს გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რა არის ამაში რუსული? – ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიის დეპუტატებს