მეთიუ მილერის განცხადებით, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ს აღიარებას, შესაძლოა, გარკვეული ნეგატიური შედეგები მოჰყვეს

მეთიუ მილერის განცხადებით, თეთრ სახლში სჯერათ, რომ სთვის მის ქმედებებზე პასუხისმგებლობის დაკისრების უფრო ეფექტიანი ზომები არსებობს, ვიდრე ქვეყნის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარება. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მედიასთან საუბრისას განაცხადა. მან აღნიშნა, რომ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას შესაძლოა გარკვეული ნეგატიური შედეგები მოჰყვეს.
„სწორედ ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ამგვარი ზომების მიღებას – სანქციების დაწესებას რუს მაღალჩინოსნებზე, რუსულ კომპანიებზე, დაწესებულია საექსპორტო კონტროლი, რომელიც ასუსტებს რუსეთის სამხედრო მანქანას და ჩვენ გავაგრძელებთ ამ ნაბიჯების გადადგმას“, – აღნიშნა მილერმა.
ამერიკელმა სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ კანონპროექტი წარადგინა, მას შემდეგ რაც მოსკოვმა ფხენიანთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები, მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა, ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის

საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, ბოლო ოთხ წელში საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.7% იყო და ამ სწრაფი განვითარებით შეგვიძლია, ჩინეთისთვის კიდევ უფრო საინტერესო პარტნიორი გავხდეთ

გვსურს, რაც შეიძლება მეტად აღვადგინოთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია და დიდ ინვესტიციებს ვდებთ განსაკუთრებით ინფრასტრუქტურაში, მაგისტრალების მშენებლობაში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, რკინიგზაში, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი მოთამაშე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილის დაკავშირებადობის თვალსაზრისით