არქივი4 თებერვალი, 2025, 14:55
მედია: პოლიციამ იძალადა „პუბლიკის" ჟურნალისტზე (ვიდეო)

„პუბლიკის" ჟურნალისტზე, ნათია ლევერაშვილზე, რომელიც პარლამენტთან ჟურნალისტების პროტესტს აშუქებდა, პოლიციამ იძალადა. პოლიციელებმა მას ხელი დაარტყეს, ასევე, თმაზე მოქაჩეს. პოლიციელებმა ასევე იძალადეს ადგილზე მყოფ სხვა ჟურნალისტებზე, როცა მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად და მისი გათავისუფლების მოთხოვნით შეკრებილები პოლიციამ შესასვლელის ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა და აიძულა, შენობის წინა მხარეს ჩასულიყო.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.