მედია: თბილისის შემოსასვლელში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

თბილისის შემოსასვლელში, „კარფურთან“ სპეცოპერაცია მიმდინარეობს – ამ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და სპეცრაზმელები არიან მობილიზებული, რომლებსაც რამდენიმე მანქანა ჰყავთ გაჩერებული.

განახლება:

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

„შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა – გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა“, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

">