მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფებიან

მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფებიან.  “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის” (CDD-ს) ინფორმაციით,  ვიზიტის პირველ დღეს დელეგაციის წევრებმა ღირშესანიშნაობები მოინახულეს; ეწვივნენ კაპიტოლიუმს, ვაშინგტონის მონუმენტსა და ლინკოლნის მემორიალს.

CDD-ს ცნობით, 26 ნოემბერს დელეგაციის წევრები ფილადელფიას, წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოს ეწვივნენ და ქართველ ემიგრანტებს შეხვდნენ. სტუმრებს ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპარქიის მმართველმა მღვდელთმთავარმა, მეუფე საბამ უმასპინძლა. მოგვიანებით პენსილვაიის შტატში მცხოვრები ქართველების მონაწილეობით  გიორგობისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

აშშ-ში ვიზიტი განვითარების და დემოკრატიის ცენტრის (CDD-ს) ინიციატივითა და ორგანიზებით 24 ნოემბერს დაიწყო და 29 ნოემბერის ჩათვლით გაგრძელდება.

პროექტს CDD-ი საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. შემსწავლელი ვიზიტისა და საერთაშორისო ინტერრელიგიური კონფერენციის მხარდამჭერები არიან: NED-ი (ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის), აშშ-ში საქართველოს საელჩოს, საქართველოში აშშ-ის საელჩო, ევროპულ და ევროალტანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი.