მატუიდი ,,იუვენტუსში”გადავიდა

იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა ტურინის “იუვენტუსმა” ბლეზ მატუიდი დაიტამა. როგორც “ბებერი ქალბატონის” ვებგვერდი გვამცნობს, 30 წლის ფრანგი უკვე ტურინშია და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს.

“პსჟს” ყოფილი ნახევარმცველი ბიანკონერებს 15-20 მილიონ ევროდ შეუერთდება, იგი სამ წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და ანაზღაურების სახით 4,5 მილიონ მილიონი ევრო და პლიუს ბონუსები ექნება.

მატიდუმ      “პარი სენ ჟერმენის”   შემადგენლობაში   292 შეხვედრაში 33 გოლი გაიტანა და 30 საგოლე გადაცემა შეასრულა. საფრანგეთის ნაკრებში მის ანგარიშზე 58 შეხვედრა და 8 გოლია.

30 წლის ფეხბურთელს განაცხადში იტალიის ჩემპიონატის პირველივე ტურში, “კალიარის” წინააღმდეგ უნდა ველოდოთ.

">