ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი აცხადებს, რომ მისი კომპანია Neuralink-ის ახალი იმპლანტი Blindsight უსინათლო ადამიანებს მხედველობას დაუბრუნებს.
The Blindsight device from Neuralink will enable even those who have lost both eyes and their optic nerve to see.
Provided the visual cortex is intact, it will even enable those who have been blind from birth to see for the first time.
To set expectations correctly, the vision… https://t.co/MYLHNcPrw6 pic.twitter.com/RAenDpd3fx— Elon Musk (@elonmusk) September 17, 2024
“ეს მოწყობილობა მხედველობის უნარს დაუბრუნებს მათაც კი, ვინც ორივე თვალი და მხედველობის ნერვებიც დაკარგა. იმ შემთხვევაში თუ მხედველობის ქერქი არ არის დაზიანებული, მოწყობილობა მხედველობის უნარს უსინათლოდ დაბადებულებსაც შესძენს”, — აცხადებს მასკი.
ბიზნესმენის თქმით, თავიდან Blindsight-ი გამოსახულებას დაბალი რეზოლუციით გადასცემს, მაგრამ საბოლოო ჯამში შეიძლება ბუნებრივ მხედველობასაც აჯობოს და მისი მომხმარებელი სამყაროს ინფრაწითელ და ულტრაიისფერ სპექტრშიც დაინახავენ.
Blindsight-მა უკვე მიიღო “გამრღვევი მოწყობილობის” სტატუსი აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების მარეგულირებელი სააგენტოსგან (FDA), რაც მისი გამოყენების დაწყებას დააჩქარებს.