მარნეულში ბიზნესმენის სახლში ხელყუმბარა შეაგდეს – “თანხა მოსთხოვეს”

მარნეულში ერთ-ერთი ბიზნესმენის სახლში ხელყუმბარა შეაგდეს. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Aktual.ge ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენს ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფმა ადამიანებმა დიდი ოდენობით თანხა მოსთხოვეს და ბიზნესმენის მხრიდან უარის შემდეგ, მის სახლში ხელყუმბარა შეაგდეს.
ხელყუმბარა არ აფეთქდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ