მარინე ბერიძე: ისემც გიქნიათ, თავზე დაგხმობიათ ეგ თქვენი კრიპტო მილიონ-მილიარდები. ჩვენ მივხედავთ ერთმანეთს!

“Დღეს მთელი დღეა თავს ვიკავებ და ხელები ლამის არის, დავიბა, რომ რამე საწყენი არ დავწერო იმ “ფრენდების” მისამართით, ვინც ბაობაბების გახმობაზე შეგვაგონებს და ნიანგის ცრემლებს აფრქვევს. Და აი, რა!
დღეს 650 ლარი ჩამერიცხა ჩემი მთავარი მეცნიერთანამშრობლობის ხელფასი და 400 უკვე წინასწარ ქველმოქმედებაზე მაქვს გაცემული. ისე, რომ Ჯერ უახლოესი ადამიანებისთვის არაფერი გადამირიცხავს. Პროექტის ჩარიცხვებს ველოდები… ჰოდა. Კი არ ვწუწუნებ, გიხსნით და შეუშვით თავში: ვიდრე ახალგაზრდა დედებს შვილები უკვდებათ ხელში, ვიდრე ახალგაზრდა, ლამაზი მშობლები შვილების თვალწინ ყვავილებივით ჭკნებიან, Მილიარდებად შეძენილი სიძვირფასეები მადლად ვერანაირად ვერ ჩაითვლება. Ჰოდა, ისემც გიქნიათ, თავზე დაგხმობიათ ეგ თქვენი კრიპტო მილიონ-მილიარდები.
ჩვენ მივხედავთ ერთმანეთს!
მარტო გიორგი ლობჟანიძის სასოწარკვეთილი ღაღადისი ეყოფა საზომად თქვენს უძირო გულგრილობას და უგულობას.
Ჰოდა, შეეშვით კიდე თავკერძა მფლანგველობის ქველმოქმედებად გასაღებას, რა!
Მეგობრებო, აქვე ვდებ გიორგის საბანკო რკვიზიტებს:
GE52TB7519545061600003
GE79BG0000000161690240
გთხოვთ დანიშნულებად მიუთითოთ ქველმოქმედება,” – წერს სოციალურ ქსელში ენათმეცნიერი, მარინე ბერიძე.

ასევე დაგაინტერესებთ