მამუკა ჯანგულაშვილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა

მამუკა ჯანგულაშვილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა.
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდეს მამუკა ჯანგულაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის თანამდებობიდან”, – წერია 14 აგვისტოს ბრძანებში, რომელსაც პრემიერ – მინისტრი ირაკლი აწერს ხელს.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსად მამუკა ჯანგულაშვილი 2021 წლის მაისში დაინიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტუმასიანი: ტრამპმა შექმნა „მშვიდობის საბჭო”, რეგიონის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა დაპატიჟა საქართველოს გარდა, აზერბაიჯანი აცხადებს, რომ საქართველოზე ტრანზიტი არ გაივლის – ქვეყანა დარჩენილია მოკავშირეების გარეშე

დავით ჩუთლაშვილი: ლილიანა გასინსკაიას ისტორია ჰოლივუდურ თრილერს ჰგავს. ეს იყო 18 წლის გოგონას სასოწარკვეთილი და წარმოუდგენლად მამაცი ბრძოლა თავისუფლებისთვის, რომელიც 1979 წლის იანვარში, სიდნეის პორტში განვითარდა

ნანუკა ჟორჟოლიანი: წულუკიანს პრობლემა იმასთან დაკავშირებით არ აქვს, რომ მამამისი სიკდილს უსჯიდა ადამიანებს, მთელი ეს პროცესი ხდება ერთადერთ სიტყვაზე, რომ მე მიწერია სიტყვა დახვრეტა (ვიდეო)