მამუკა ხაზარაზემ ბადრი ჯაფარიძის შუამავლობა არ დაადასტურა

თიბისი ბანკის“ და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ უარყო, რომ შინაგან საქმეთა მინისტრისგან „მუქარის წერილი“ ბადრი ჯაფარიძემ მიუტანა.

ბადრი ჯაფარიძე და მე ვართ არა მარტო პარტნიორები, არამედ ერთი ოჯახის წევრები და შესაბამისად, შუამავლობაზე არ შეიძლება ლაპარაკი იყოს, რამეთუ ჩვენ ვართ ერთი მხარე“ – ასე უპასუხა ხაზარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას წერილი ჯაფარიძემ მიუტანა თუ არა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას წერილი მამუკა ხაზარაძეს მიუტანა „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ. აღნიშნულ ინფორმაციას თავად ჯაფარიძეც უარყოფს.

4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შინაგან საქმეთა მინისტრისგან გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი რეპუტაციის დანგრევის მუქარით.

">