მამუკა მდინარაძე: …როგორც ჰყვებიან, მათ რიგში იყო მამუკა ხაზარაძე

საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებობდნენ კომკავშირელი აქტივისტები, რომლებიც ამ აქტივიზმით იმდენად გამოირჩეოდნენ, რომ თავად კომკავშირელებს არ უყვარდათ – როგორც ჰყვებიან, მათ რიგში იყო , – ასე აფასებს “ლელოს” ლიდერს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე .

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საბჭოთა გაციმბირების ნაცვლად, ხაზარაძე ადამიანებს გამოსკოვებას – მოსკოვში გადასახლებას ჰპირდება, ამ კონტექსტში კი, „პროკურორს“ ახსენებს, რაც რეპრესიებს მოასწავებს.

„საბჭოთა პერიოდისთვის გაციმბირება იყო დამახასიათებელი. ხაზარაძემ ისეთი რეპრესიები დაანონსა, რომ სერვისი გააუმჯობესა და ცხოვრების უკეთესი პირობები შემოგვთავაზა, ახლა მოსკოვში გადასახლებას გვპირდება.

ის პროკურორს ახსენებს – წარმოიდგინეთ, რა უდევს ქვეცნობიერში – როცა ეკითხებიან, რატომ მოსკოვში, პასუხობს: – მე პროკურორი არა ვარ, ეს პროკურორის საქმეაო… ფიქრობს, რომ ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობა“ უნდა დაბრუნდეს და რეპრესიები განახორციელოს – მისი ქვეცნობიერი ამ კონტექსტში ახსენებს პროკურორს.

წარმოიდგინეთ, რამხელა უინტელექტობა, ბოღმა და ბოროტება დევს ადამიანში, ვინც ამას ლაპარაკობს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, არჩევნების შემდეგ  მოსკოვში იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი სავიზო რეჟიმის გაუქმება სტიმულია, რათა მოხდეს მეტი ჩინური ავიაკომპანიის მოზიდვა და საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში იყოს მეტი ფრენა ჩინეთის სხვადასხვა აეროპორტიდან