„მთელი ცხოვრება დამნაშავე ვიქნებით ,,მარიტას” წინაშე“

მამა პეტრე სოციალურ ქსელში მსახიობი ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას ეხმაურება და მწუხარებას გამოთქვამს.

„მთელი ცხოვრება დამნაშავე ვიქნებით ,,მარიტას” წინაშე… ვერანაირი ცრემლეთ ვერ ჩამოვრეცხავთ იმ ტალახს და წუმპეს, რასაც დაუღალავად ვესროდით…
მთელი ცხოვრება დაგვამძიმებს სხვის ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღება და უმკაცრესი განაჩენი… ვერაფრით გამოვისყიდით, სხვების გაუბედურებას და განადგურებას…
მთელი ცხოვრება მოგვიწევს მიუტევებელი შეცდომების ტარება, სხვის სულში ტალახიანი ხელების ფათურის დამსახურებით…
რა გვემატება იმით, რომ სხვას სიცოცხლეს ვუმწარებთ?!
მარიტა პიროვნება არა, იდეაა… ყველა მარიტაა, ვისაც საკუთარი გზის გავლას არ ვაცლით…
მარიტა ყველაში ცოცხლობს და მივცეთ უფლება გაიღიმოს, მზით გათბეს, უყვარდეს ის, ვინც უნდა უყვარდეს…
ღმერთს არ სჭირდება გაბოროტებული სამართალი…“,- წერს სოციალურ ქსელში მამა პეტრე.

მამა პეტრე ასევე მარიტას სახელობის ბაღის გაშენების ინიციატივი გამოდის.

„გთხოვთ, ვინც მეთანხმება გააზიარეთ და ჩვენი სახსრებით შევძლებთ… თუნდაც პატარძეულში…

მარიტას სახელობის ბაღი გავაშენოთ და მარტო ბროწეულები დავრგოთ!..“- წერს მამა პეტრე.