ლუკა ბერაძის ფილმმა “ღიმილიანი საქართველო” სარაევოს კინოფესტივალის მთავარი პრიზი მოიგო

ლუკა ბერაძის ფილმმა “ღიმილიანი საქართველო” სარაევოს კინოფესტივალის მთავარი პრიზი მოიგო –  რეჟისორმა ჯილდო, შემოქმედებით გუნდს, ფილმის გმირებს და ბოიკოტში მყოფ რეჟისორებს მიუძღვნა
როგორც „ღიმილიანი საქართველოს“ სინოფსისშია ნათქვამი, დოკუმენტური ფილმი „პოლიტიკური ძალაუფლებით განპირობებული ახირებების შედეგებზე და წინასაარჩევნო კამპანიის შედეგად დაზარალებული ადამიანების დაუმარცხებლობაზე“ მოგვითხრობს.
“ორჯერ ვნახე ფილმი და მაინც მიჭირს ავხსნა, როგორ ახერხებს ამას რეჟისორი – დასცინოს მოვლენას, დასცინოს სისტემას, პოპულიზმს, როგორც ჩვენი დროის მოუშორებელ ჭირს და, ამავე დროს, ასეთი სინაზით, ასეთი სიყვარულით, მოკრძალებულად, ძალიან ფრთხილად გვიამბოს მთელი ამ საგიჟეთის მსხვერპლებზე, ადამიანებზე, რომლებიც თავხედურად მოატყუეს. არა, განა ამ გულუბრყვილო ხალხზე არ გვეცინება? როგორ არა! თან სოფელს, რომელიც ლუკამ გადასაღებად აირჩია, „უსახელო“ ჰქვია! ეს დამთხვევაც მწარე ღიმილს იწვევს. ისევე, როგორც თავად ამ ადამიანების თვითირონია და მართლაც რომ ხალხური იუმორი. ქართულ კინოში იშვიათია ამბავი უბრალო ადამიანებზე, რომლებიც თითქოს არაფრით გამოირჩევიან. წარუმატებელი ხალხის ამბავი კინოსაც ნაკლებად აინტერესებს და მედიასაც,” – წერს კინომცოდნე გიორგი გვახარია.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე – ამ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლაცია ელოდება, მათ შორის საფინანსო-ეკონომიკური კუთხით – ხალხმა გამოუსწორებელი შეცდომა არ უნდა დაუშვას

ISFED – ჩვენი დამკვირვებლები ხშირად იღებენ ინფორმაციას, რომ საარჩევნო კამპანიაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჩართული პირები ამომრჩეველზე, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებზე, ზეწოლას სხვადასხვა გზით ცდილობენ