ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკაში“ სამხედრო გადატრიალება მზადდება

ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკაში“ დაძაბულობაა. როგორც უკრაინული „უნიანი“ წერს, შეიარაღებულმა პირებმა ქალაქის „სამთავრობო“ უბანი დაიკავეს. სააგენტოს ინფორმაციით, ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ, რომ იგეგმება „რესპუბლიკის“ დე ფაქტო მთავრობის მაღალჩინოსნების დაკავება. არსებული ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ „სახელმწიფო ღალატი“.

„უნიანი“-ს ინფორმაციით, შესაძლოა დააკავონ ლუგანსკის „გენერალური პროკურატურის“ თანამშრომლები და „ეროვნული საბჭოს დეპუტატები“.

სეპარატისტების განცხადებით, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ლუგანსკის ე.წ. შსს განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.

/</a></iframe>