ლიტვა უკრაინას საბჭოთა შეიარაღებას უფასოდ გადასცემს

ლიტვის ხელისუფლებამ უკრაინისთვის საბჭოთა დროინდელი შეიარაღების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ლიტვის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ამ შეიარაღებას ლიტვის ჯარი წლების წინ იყენებდა, სანამ ნატო-ს სტანდარტებზე გადავიდოდა. ამჟამად აღნიშნული შეიარაღება შეუსაბამოა ალიანსის წევრი ქვეყნისთვის.

არსებული ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში ლიტვა უკრაინას „კალაშნიკოვის“ ტიპის 7 ათას ავტომატურ ცეცხსასროლ იარაღს, ასევე 80 ტყვიამფრქვევს, რამდენიმე ნაღმტყორცნს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და კიდევ სხვა სამხედრო ტექნიკას გადასცემს. საერთო ჯამში, ლიტვური მხარის განცხადებით, უკრაინას 1,9 მილიონი ევროს ღირებულების იარაღი გადაეცემა.

 

/</a></iframe>