ლიკა ქავჟარაძის ფოტოები ეროვნული არქივის ფოტოკოლექციიდან

საქართველოს ეროვნული არქივი ლიკა ქავჟარაძის ნაკლებად ცნობილ ფოტოებს აქვეყნებს.

ქართველი კინომსახიობი ლიკა ქავჟარაძე გუშინ, 11 ოქტომბერს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ცნობილი ქართველი კინომსახიობი ლიკა ქავჟარაძე 1959 წელს დაიბადა. პროფესიით მუსიკოსს 1972 წლიდან იღებდნენ მხატვრულ კინოში. შესრულებული აქვს 20-ზე მეტი როლი. 26 ოქტომბერს მსახიობს 58 წელი უსრულდებოდა.