ლენტეხის მერია – საახალწლო სამზადისი მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს

საახალწლო სამზადისი ლენტეხის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს. რამდენიმე დღეა ლენტეხის მუნიციპალიტეტში წინასაახალწლო განწყობაა, – ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
როგორც მერიაში განმარტავენ, პრემიერ-მინისტრის ს გადაწყვეტილებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტს საახალწლო ილუმინაციები საჩუქრად გადაეცა.
„მერიის წინ მდებარე თენგიზ გაზდელიანის სახელობის ცენტრალური მოედანი, თამარ მეფის ქუჩა და ამ ქუჩაზე არსებული სკვერები სრულიად ახალი დიზაინით, საახალწლო განათებებით და დეკორაციებით მოირთო. ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა საახალწლო ილუმინაციები დაიდგა. მომდევნო დღეებში საახალწლო განათებების მონტაჟი კვლავ გაგრძელდება და ცენტრალურ მოედანზე 23 დეკემბერს ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებით დაგვირგვინდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – პრემიერ-მინისტრის მხრიდან ჩვენი ეროვნული ინტერესი ძალიან მკაფიოდ იქნა გაჟღერებული თურქმენეთის ფორუმზე, მან აღნიშნა ოკუპაციაც – კარგია, რომ ეს გზავნილი ითქვა იმ დარბაზში, სადაც ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი იჯდა