“ლელოს” ახალი წინასაარჩევნო პერფორმანსის მოლოდინში ვართ. მაგალითად: ხაზარაძე ნიჩბით ორმოებს თხრის, მის უკან უსუფაშვილი კი ამ ორმოებს ისევ მიწით ავსებს

“ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი “ლელოს” წინასაარჩევნო კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ სავარაუდოდ, პოლიტიკური პარტია კიდევ რაიმე სახის უცნაურ აქტივობას შესთავაზებს საზოგადოებას.
“რომელიმე რეგიონში “ლელოს” ახალი წინასაარჩევნო პერფორმანსის მოლოდინში ვართ. აი მაგალითად ასეთის: ხაზარაძე ნიჩბით ორმოებს თხრის, მის უკან უსუფაშვილი კი ამ ორმოებს ისევ მიწით ავსებს, და ასე გრძელდება ერთი ასი მეტრის მანძილზე – ხაზარაძე თხრის, უსუფაშვილი ავსებს. ბოლოს ვიღაც გაკვირვებულმა იკითხა – რასაჲ შვრებითო. ხაზარაძემაც აუხსნა: ჩვენო სამნი უნდა ვყოფილიყავითო – ჩემს მერე, მეორეს ნერგები უნდა დაერგო, უსუფას კი მიწა მიეყარა, მაგრამ გეგელია ავად გახდა და ვეღარ წამოვიდაო…” – წერს ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა, რომელიც საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოდ გარდაქმნას გულისხმობს, საქართველომ ჩამოაყალიბა ეფექტიანი მმართველობის სისტემა, რომელიც ქმნის მყარ საფუძველს, ეკონომიკური წინსვლისა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის

ირაკლი ყანდაშვილი- მე ვიყავი პირველი, ვინც ოფიციალურად განვაცხადე მზაობა და ინტერესი, მიმეღო მონაწილეობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში. მქონდა და მაქვს პრინციპი, ვიყო ასოციაციის თითოეული წევრის თავმჯდომარე თანაბრად

ლიზ ტრასის სიტყვები ყველაზე კარგად ასახავს დღეს იმ ქვეყნის ვითარებას, რომელიც იცლის და საქართველოს მისამართით უსამართლო, ბინძური თავდასხმებით გამოირჩევა- საკუთარ ქვეყანას მიხედეთ, საკუთარ ხალხს მოუსმინეთ