„ლევან ყიფიანი ბოლოს და ბოლოს არის საქართველოს ყველა დროის ყველაზე საყვარელი ფეხბურთელის დავით ყიფიანის შვილი“

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „იბერია ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ოქუაშვილი ამბობს, რომ  სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძემ საბურთალოზე, ერთ-ერთი სახლის სარდაფში ჩაკეტა და მას შეურაცხყოფის მიყენებით დაემუქრა.

ლევან ყიფიანი ბოლოს და ბოლოს არის საქართველოს ყველა დროის ყველაზე საყვარელი ფეხბურთელის დავით ყიფიანის შვილი, რომელსაც კარგად ვიცნობდი და დიდ პატივს ვცემდი. დიდი სირცხვილია, რომ დათო ყიფიანის შვილს ფარცხალაძე სარდაფში ასე ამცირებდეს. ასეთი რამ დაუშვებელია, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის მიმართ, მაგრამ აქ კიდევ მეტადაა ჩემთვის ემოციურად მძიმე“,-წერს სააკაშვილი.

 

">