“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა დარწმუნებულია, რომ “ოცნების” შავის ფულის შესახებ ჰელსინკის კომისიის განცხადება კონკრეტულ მატერიალურ მტკიცებულებას ეყრდნობა. ოპოზიციის წევრის თქმით, ვიდრე ხელისუფლების წარმომადგენლები გაარკვევენ, ვინ მიაწოდა ინფორმაცია ამერიკულ მხარეს, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი “ქართულ ოცნებას” ერთიანობით დაამარცხებს.
“ჰელსინკის კომისიის განცხადება, ცხადია, ეყრდნობა კონკრეტულ მატერიალურ მტკიცებულებას, ფაქტს, რომელიც ამერიკულ მხარეს, სავარაუდოდ, “ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენელმა მიაწოდა. სანამ “ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლები გაარკვევენ ვინ მიაწოდა ინფორმაცია ამერიკულ მხარეს, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ერთიანობით დაამარცხებს ამ კრიმინალურ რეჟიმს, რომელიც აგროვებს შავ ფულს და ამ შავი ფულით ებრძვის დემოკრატიულ ოპოზიციას საქართველოში. ქართველი ხელხი ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს ამ მოღალატე რეჟიმს”, – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
შეგახსენებთ, ჰელსინკის კომისიამ განცხადება გაავრცელა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდა მკაცრი ზომები მიიღოს იმ ქოლცენტრების წინააღმდეგ, რომლებიც „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ კამპანიას ასპონსორებენ.