ლაშა ბუღაძე: უკრაინა შიშსაც ანადგურებს, არათუ მხოლოდ რუსეთს!

ს სახით ებრძვის არა მხოლოდ კაცობრიობისთვის მტრულ ძალას, არამედ დიდ ფეიკს, სიყალბეს, რითაც რუსეთი ათწლეულებია და აგერ ბოლო წლებიც კი აშანტაჟებს და ზაფრავს მთელ მსოფლიოს, პირველ რიგში კი – დასავლეთს: რომ თითქოს ის უძლეველი და ირაციონალურია და თუ მეტისმეტად გაღიზიანდება – ბირთვულ იარაღსაც გამოიყენებენ… არადა, რისი გამომყენებელია კაცი, რომელიც კილომეტრიანი დისტანციით ეჯდა მაგიდას, ვინმეს კოვიდი რომ არ მიეტანა მისთვის… აგერ, მიიღო უკრაინამ ამ ფეიკ-იმპერიის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა და იარაღი და სულ რამდენიმე საათში დაარღვია რუსეთის დაცულობის უკიდეგანოდ ჰიპერბოლიზებული ილუზია. საოცარი ქვეყანაა უკრაინა!.. და პრინციპში მაინც როგორი მარტოა ამ ბოროტებასთან ბრძოლაში! უკრაინელები ხომ ჩვენც გვათავისუფლებენ ჩვენი წილი ხელოვნური ფობიებისგან ამ ხალტურა-სახელმწოფოს მიმართ… უკრაინა შიშსაც ანადგურებს, არათუ მხოლოდ რუსეთს!” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი .

ასევე დაგაინტერესებთ