ტელეკომპანია “ფორმულაზე” – სრულიად უპასუხისმგებლო განმარტებაა, მავანი ხაბეიშვილისთვის და სხვა “პოლიტ-ძელეცებისთვის” ხომ აქვთ სარჩო?

მწერალი , ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ ტელევიზიის მაუწყებლობა თებერვლისა და მარტის განმავლობაში ფორმატს შეიცვლის და მიმდინარე სატელევიზიო სეზონზე მთლიანად საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის გახდება.
ბუღაძის თქმით, “ფორმულას” განცხადება უპასუხისმგებლობა, ვინაიდან იმ ადამიანებს, ვინც იბრძოლა და სხვა მედიებს არ მიეყიდა, დელიკატურად ემშვიდობებიან, ხოლო ხაბეიშვილისა და მისი მსგავსი ფიგურებისთვის ტელევიზიას სარჩო მაინც აქვს.
“სრულიად უპასუხისმგებლო განმარტებაა. მავანი ხაბეიშვილისთვის და სხვა პოლიტ-ძელეცებისთვის ხომ აქვთ სარჩო და ხალხს, ვინც იბრძოლა და რუსთავი-2 ში არ დარჩა ან სხვა პროპ-მედიებს არ მიეყიდა, თურმე დელიკატურად ებოდიშებიან… ა წინო.” – წერს ლაშა ბუღაძე Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოსთვის მიგრაციის მართვა არა მხოლოდ შიდა პრიორიტეტია, არამედ ჩვენი საერთაშორისო სამართლებრივი ჩართულობის ძირითადი ელემენტი და ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულება“

განათლება არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, ის არის რეგიონალური განვითარების მამოძრავებელი ძალა და პირველად, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში განათლება ხდება სრულიად უფასო, რაც ჩვენი ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგია