ლაშა ბუღაძე ამჯერად ნონა გაფრინდაშვილს “დაეჯახა”

“ვიცი, ნონა გაფრინდაშვილის გაკრიტიკება არ შეიძლება, რადგან შესაძლოა პროპაგანდისტებმა წაიღონ ციტატა და წერონ, რომ მე მორიგ “სიწმინდეს შევეხე”, მაგრამ მისი სიტყვები, რომ 9 აპრილს ხალხს თურმე გასაქცევი დაუტოვეს როდიონოვმა და კოჩეტოვმა და 26 მაისს კი – არა, სულ მცირე, უპატივცემულობაა რუსების მიერ 9 აპრილს მოკლული 21 ადამიანის ხსოვნის და ისტორიულად კი – უზნეო უსამართლობა.
2010 წლის 26 მაისი შემზარავი იყო – მთელი თავისი, ჩეკისტების მიერ ინსპირირებული “საპროტესტო” წინაპირობით და სისხლიანი რბევით ბოლოს, თუმცა ამ დღის 9 აპრილთან შედარება, ამორალურია და დანაშაულებრივიც კი. როგორც ჩანს, ქ-ნი ჭადრაკის დედოფალი 80-იანი წლების ბოლოს განსაკუთრებულ ემოციურ ბმულობას ვერ გრძნობდა ეროვნული პროცესების მიმართ და, სავარაუდოდ, როგორც საბჭოთა ელიტარული ნომენკლატურის ნაწილი, მაშინდელი ცეკას ხელმძღვანელობის გულშემატკივარი უფრო იყო, ვიდრე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ხალხის.
ზოგადად კი, რაც წლები გადის, მით უფრო ვიაზრებ, როგორ, რისი და რატომ ეშინოდა ამ ნომენკლატურულ “ელიტას” საბჭოთა კაგებეს არქივების გახსნის. არსებითად, პუტჩიც ხომ დიდწილად ამ შიშების გამო “მოაწყვეს”. – წერს ფეისბუქზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ ვართ კონცენტრირებულნი იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დედაქალაქი და ამ დროს, ოპოზიცია თავიდან ბოლომდე მომართულია საბოტაჟისკენ, ასეთია მათი დამოკიდებულება და ეს არის მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ ენდობა მათ ხალხი

გიორგი ჩითარიშვილი 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევაზე: მაშინ ყველა ახალგაზრდას ხელზე გვეკეთა სანდრო გირგვლიანის ხსოვნის პატივსაცემად სამაჯური, როდესაც ეს დამინახეს, ხელი დამიჭირეს და ძალიან ბევრი მირტყეს ხელში, რა გიკეთია, როგორ არ გრცხვენიაო

გიორგი ჩითარიშვილი 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევაზე: თავისის სისასტიკით, წინასწარ განზრახულ სადამსჯელო ოპერაციას დავარქმევდი. მათ უნდოდათ სცენარი დაედგათ თითქოს ჩვენ პოლიციის შენობაში შეჭრას ვცდილობდით – ერთ ადამიანზე საშუალოდ 7-8 კაცი მოდიოდა, რომლებიც დაუნდობლად გვირტყამდნენ