საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის სამედიცინო გუნდის წევრი, ძალოსნობის ეროვნული ნაკრების ექიმი რეაბილიტოლოგი გიორგი ჭინჭარაული თავის სოციალურ ქსელში განცახდებას ავრცელებს ლაშა ტალახაძის პოლიტიკაში წასვლის შესახებ ატეხილ კრიტიკაზე:
“რამდენიმე დღეა თავს ვიკავებ, მაგრამ, ბევრი ისეთი ადამიანი გადავიდა “დაუკრეფავში”, ვინც წესით მე პატივს მცემს და მითვალისწინებს….
აღვნიშნავ, რომ ჩემთვის მიუღებელია, ადამიანი გეზიზღებოდეს პოლიტიკური შეხედულების გამო… არ აქვს მნიშვნელობა ის ოპოზიცინოერია, პარტიულია თუ ვინაა…
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე მოგმართოთ ჩემს ფბ მეგობრებს, ვისაც პირადად გიცნობთ და ვის პოსტებსაც უშუალოდ მე ვხედავ…
არ მინდა სათითაოდ შემოვიდე საუბარში ან საჯარო კამათში და გაწყენინოთ…
ყველამ ძალიან კარგად იცით, რას ნიშნავს ჩემს ცხოვრებაში ლაშა ტალახაძე! არ დავიწყებ არანაირ დამატებით ახსნას…
სწორედ ამიტომ, ყველანაირ კრიტიკას თუ გულისტკივილს, ზრდილობის და წესიერების ფარგლებში, თქვენი პოლიტიკური თუ ქომაგური გადმოსახედიდან გამომდინარე, ვკითხულობ და რეაქცია არ მაქვს… (ჩემთვის გასაგებია, რომ გული გწყდებათ მის გადაწყვეტილებაზე) .
რაც შეეხება დამცინავ პოსტებს, ლაშას პირად ან მის ოჯახის მიმართ შეურაცხმყოფელ რეპლიკებს და მსგავს “კრიტიკას”, ვერავის ვერ გაპატიებთ, ამიტომ, ან თავი შეიკავეთ და წესიერების ფარგლებში წერეთ, ან სანამ დრო გაქვთ, თქვენი ხელით წამშალეთ აქედან და ცხოვრებიდანაც !
მადლობა ! ” – წერს გიორგი თავის “ფეისბუქ” გვერდზე.