„კულმინაციაშია უკვე მისული ის კორუფციული მორევი, რითაც ქვეყანას მართავს დღევანდელი მთავრობა“

ომეგა ჯგუფის“ საქმეზე დღეს გავრცელებულ კიდევ ერთ აუდიოჩანაწერს  ნატო ჩხეიძე გამოეხმაურა. „ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის განცხადებით, „კულმინაციაშია უკვე მისული ის კორუფციული მორევი, რითაც ქვეყანას მართავს დღევანდელი მთავრობა“.

„ყველაფერი ის, რასაც ჩვენ ახლა ტელევიზიიდან ვისმენთ და ყველაფერი ის, რასაც კულუარებიდან ვისმენდით დეპუტატები, ეს არახალია, რომ ქვეყანაში არის ტოტალური კორუფცია, სამოხელეო კორუფცია და სწორედ ამის დამადასტურებელი ბევრი რამ ალბათ ნელ-ნელა გამომზეურდება არა მხოლოდ ამ ჩანაწერებიდან, რაც ახლა ეთერში გადის, არამედ ნელ-ნელა ალბათ სხვა კომპანიებიც და სხვა ბიზნესმენებიც ამას იტყვიან და თუ არ იტყვიან, მაინც გამოჩნდება, იმიტომ, რომ რაღაც ძალიან კულმინაციაშია უკვე მისული ის კორუფციული მორევი, რითაც ქვეყანას მართავს დღევანდელი მთავრობა. რასაც ყველანი ვისმენთ, ძალიან ნათლად გვესმის ის, თუ სად მიდიოდა – პარტიაში და ეს პარტია არ არის არანაირი სხვა, გარდა „ოცნებისა“ ალბათ, ეს ძალიან ადვილი მისახვედრია“,-განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

">