კრიშტიანუ რონალდუ 5 მატჩიანი დისკვალიფიკააციით დასაჯეს

მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ “ბარსელონასთან” ესპანეთის თასზე გასამართ დაპირისპირებას გამოტოვებს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ქვეყნის სუპერთასის მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო.

 

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის განმარტებით, რონალდუ ოთხი მატჩითაა დისკვალიფიცირებული მსაჯისთვის ხელის კვრისთვის, ხოლო ერთ თამაშს მიღებული წითელი ბარათის გამო გამოტოვებს.

ამგვარად, რონალდუ მადრიდელებს ვერ დაეხმარება “ბარსელონასთან” ესპანეთის სუპერთასის საპასუხო მატჩში , ის ასევე არ იქნება ლა ლიგის შეხვედრებში „დეპორტივოსთან“, „ვალენსიასთან“, „ლევანტესთან“ და „სოსიედადთან“.

“ახლა უკვე მეორე შეხვედრაზე ვფიქრობ და ვაცნობიერებ, რომ კრიშტიანო რონალდუ დისკვალიფიცირებული იქნება, თანაც არასამართლიანად. ის, რაც ამ შეხვედრაში მსაჯმა გააკეთა ესპანურ ფეხბურთს არ ეკადრება, სხვას ვერაფერს დავამატებ.“- ასეთი კომენტარი გააკეთა რეალ მადრიდის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა „ბარსელონას“ დამარცხების შემდეგ(3:1)

კრისტიანუ რონალდუმ კვირას, “ბარსელონასთან” მოგებული შეხვედრისას (3-1) მე-80 წუთზე, მე- 2 ყვითელი ბარათი მიიღო – პირველი მაისურის გახდისთვის, მეორე კი სიმულიანტობისთვის. ამ ბარათების გამო, რონალდუს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა. ამის შემდეგ გაბრაზებულმა ფეხბურთელმა არბიტრს ხელი უბიძგა, რის გამოც, მის დისკვალიფიკაციას კიდევ 4 თამაში დაემატა.

არბიტრის თქმით მოთამაშემ(კრისტიანუ რონალდუმ) წითელი ბარათის ჩვენების შემდეგ მას ხელი ჰკრა .  . ეს ინციდენტი რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეამ მატჩის ოქმში დააფიქსირა.

აღსანიშნავია რომ ეს ს რონალდუს კარიერაში  მე-10 წითელი ბარათია .

დისკვალიფიკაცია ვრცელდება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ ყველა ტურნირზე. მადრიდის „რეალს“ კი გასაჩივრებისათვის 10 დღიანი ვადა მისცეს.

თამაშები რომელსაც  კრისტიანუ რონალდუ გამოტოვებს 

ბარსელონა  – ესპანეთის სუპერ თასი  – 16 გვისტო
დეპორტივო ლა-კორუნია-  ლა ლიგა  – 20 აგვისტო
ვალენსია-  ლა ლიგა  – 27  აგვისტო
ლევანტე  –  ლა ლიგა  – 9 სექტემბერი
 რეალ სოსიედადი – ლა ლიგა  – 17 სექტემბერი

, სპორტი
">