კრემლი სობჩაკს პასუხობს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანი, დიმიტრი პესკოვი ჟურნალისტის, ქსენია სობჩაკის განცხადებას ყირიმის კუთვნილებასთან დაკავშირებით ეხმიანება და მას “ფორმითაც და შინაარსობრივადაც არასწორს” უწოდებს, ამის შესახებ Russia Today იუწყება.

“საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, დე-იურე  და დე-ფაქტო, ყირიმი რუსეთის განუყოფელი ნაწილია,” აცხადებს პესკოვი და დასძენს, რომ ნახევარკუნძულის კუთვნილების საკითხი არ ექვემდებარება განხილვას.

შეგახსენებთ, რომ  ქსენია სობჩაკმა განაცხადა – “ყირიმირუსეთის შემადგენლობაში შესვლა ფაქტიურად არ აღიარა არც ერთმა მსოფლიო ძერჟავამ, ბელორუსმაც კი.

რუსეთის “სბერბანკიც” კი არ აღიარებს ყირიმს რუსეთის ტერიტორიად”.

 

">