კოჟორიძე: ყურადღებით ვაკვირდებით რომელი პოლიტიკოსები ჩაებმებიან ამ ბინძურ თამაშში

საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძის ღია წერილში გაჟღერებულ ბრალდებებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აბსურდულს უწოდებენ. როგორც ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე აცხადებს არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის კრიტიკა ინდულგენციაა.

„სამწუხაროდ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადმიანი, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს ჩადენილი უმძიმესი დანაშაული, ცდილობს ყურადღება გადაიტანოს პრეზიდენტის აბსოლუტურად აბსურდული კრიტიკით. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ესეთი ადმიანები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის კრიტიკა იქნება ინდულგენცია. ჩვენ არასოდეს მსგავს აბსურდებს არ ვპასუხობთ, თუმცა, ცხადია ყურადღებით ვაკვირდებით ჩვენც და ალბათ საზოგადოებაც, რომელი პოლიტიკოსები ჩაებმებიან ამ ბინძურ თამაშში“, – აცხადებს კოჟორიძე.

">