კომპანია Mattel-მა თოჯინა ბარბი ხიჯაბით გამოუშვა

კომპანია Mattel-მა განსხვავებული ბარბის თოჯინა შექმნა – 58 წლიან ისტორიაში პირველად, ბარბის თმები ხიჯაბის ქვეშ აქვს დამალული.

ახალი თოჯინის პროტოტიპი გახდა 31 წლის ამერიკელი მოფარიკავე, იბტიჰაჯ მუჰამადი.

ის პირველი ამერიკელია, რომელმაც 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ხიჯაბით იასპარეზა.