კოლექტიური “ნაცმოძრაობა” ცდილობს, საკუთრივ “5” ნომრის ფაქტორი დასწიოს ოდნავ ქვემოთ და ასწიოს ვითომ შუაშისტური ძალების ფაქტორი – მამუკა მდინარაძე

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, საკუთრივ „5“ ნომრის ფაქტორი დასწიოს ოდნავ ქვემოთ და ასწიოს ვითომ შუაშისტური ძალების ფაქტორი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაცმოძრაობაში“ ცდილობენ, თავი “შუაშისტურ ძალებად” წარმოაჩინონ.
„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, საკუთრივ „5“ ნომრის ფაქტორი დასწიოს ოდნავ ქვემოთ და ასწიოს ვითომ შუაშისტური ძალების ფაქტორი. რეალურად, ამასობაში, „ნაცმოძრაობა“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობაც“ ინგრევიან.
მამუკა ხაზარაძემ ხომ თქვა რამდენიმე დღის წინ, შუა უნდა შეიკრიბოსო. ახლა ცდილობენ, თავი წარმოაჩინონ შუაშისტურ ძალებად, სინამდვილეში, არიან ფსევდოშუაშისტი ნაცები. ეს პროცესი დასრულდება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კიდევ უფრო დრამატული დამარცხებით 2024 წლის არჩევნებზე იმიტომ, რომ მათი ეს ახალი გეგმა ვერ იმუშავებს,“ – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში