კობახიძე: სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის აშშ-ს ძალიან მყარი მხარდაჭერის დემონსტრირება საქართველოს მიმართ

საქართველოს პარლამენტითავჯდომარე ირაკლი კობახიძე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რუსეთის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.  მისი შეფასებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება რუსეთის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით, ძალიან მყარი მხარდაჭერის დემონსტრირებაა საქართველოს მიმართ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია ჩვენი ამერიკელი პარტნიორების, მეგობრების, ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან მყარი მხარდაჭერა, და ეს განცხადებაც, ბუნებრივია არის ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან მყარი მხარდაჭერის დემონსტრირება საქართველოს მიმართ, ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”,- აღნიშნა კობახიძემ.

">