კობახიძე მზად არის პრეზიდენტთან შესახვედრად

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საჭიროების შემთხვევაში,  პრეზიდენტთან შეხვედრის მზადაა. აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.

„თუ იქნება ამის სურვილი და ინტერესი და თუ ეს იქნება შედეგზე ორიენტირებული, ნებისმიერ დროს შეგვიძლია გავმართოთ ეს შეხვედრა”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

">