“კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის”: უკრაინაში ჟურნალისტების არშეშვების გამო რეაგირება აუცილებელია

“კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” აცხადებს,  რომ უკრაინაში ჟურნალისტების არშეშვების გამო რეაგირება აუცილებელია. 

“კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, მოახდინონ სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება უკრაინაში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, ტელეკომპანია “პირველის” და “რუსთავი 2-ის” გადამღები ჯგუფების არშეშვების გამო, რათა  ჟურნალისტებს თავისუფლად მუშაობის საშუალება მიეცეთ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით 5 დეკემბერს, “რუსთავი 2-სა” და “TV პირველის” გადამღები ჯგუფები უკრაინის საზღვარზე არ შეუშვეს. ისინი კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული მოვლენების გასაშუქებლად მიემგზავრებოდნენ.  საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, 6 დეკემბერს კიევში არ შეუშვეს მათი გადამღები ჯგუფიც.

კოალიცია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია პარტნიორი ქვეყნის ხელისუფლება პასუხისმგებლობით ეკიდებოდეს საზოგადოების ინტერესს – მიიღონ ინფორმაცია უშუალოდ მოვლენათა ეპიცენტრიდან და დაუშვებელია, ამ მიზნის მიღწევაში რომელიმე მედიასაშუალებას მუშაობა შეეზღუდოს”-ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.