კლუნების ფონდი: ამაღლობელის საქმე საქართველოში პრესის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს

“კლუნის ფონდი სამართლიანობისთვის” ქართული ოცნების რეჟიმის პოლიტპატიმრის, მზია ამაღლობელის შესახებ მორიგ პოსტს ფონდის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

პოსტში ხაზგასმულია, რომ ამაღლობელის საქმე საქართველოში პრესის თავისუფლების უკიდურესად მძიმე მდგომარეობის შემახსენებელია.

“ამ კვირაში ქართველმა ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა დაბადების დღე ციხეში გაატარა.

მის ბოლო სხდომაზე:

  • სასამართლომ ბრალდებების პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით დაცვის მხარის ჩვენება დაბლოკა.
  • პროკურორებმა სადავო წარსული ბრალდებები გამოიყენეს, რათა მას „განმეორებითი დამნაშავე“ ეწოდებინათ.
  • პოლიციამ განაცხადა, რომ მათ მხრიდან მომიტინგეების მიმართ აგრესია არ ყოფილა.

მზიას საქმე საქართველოში შემზარავი შემახსენებელია საფრთხისა, რომელიც პრესის თავისუფლებას ემუქრება.

მსოფლიო ადევნებს თვალს”, – ვკითხულობთ ამალ და ჯორჯ კლუნების ფონდის ოფიციალურ გვერდზე.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ვიღაცებს სწყინთ, რომ „ნაცმოძრაობა“ ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში, სწორედ, ეს ადამიანები საუბრობენ დღეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე და ცდილობენ, ქართველი ხალხი დააშანტაჟონ

ეკა გიგაური – ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოში რუსული კანონებით ცხოვრებას! არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანებზე პერსონალურ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილს არ მივაწვდით!

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია – თან ენანებათ ის 2-3 მანდატი, რომელიც შეუძლიათ, რომ საკრებულოებში მიიღონ, თან მეორე მხრივ, ხედავენ, რომ აბსოლუტურად განწირულები არიან მარცხისთვის