კირილ ბუდანოვი – რუსეთმა ივნისში, შესაძლოა, უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური შეტევა დაიწყოს

რუსეთმა ივნისში, შესაძლოა, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მთელი ტერიტორიის დაკავების მიზნით, მასშტაბური შეტევა დაიწყოს, – ამის შესახებ უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ამის შემდეგ რუსები ფოკუსირდებიან ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე და მათ შედეგებზე.
„ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ისინი შეეცდებიან დაიკავონ დონეცკის და ლუგანსკის ოლქების რაც შეიძლება მეტი ტერიტორია“, – განაცხადა ბუდანოვმა The Washington Post-თან ინტერვიუში და დასძინა, რომ ს ფედერაციას შეუძლია იმედი ჰქონდეს, რომ თუ გაიმარჯვებს, ის „მათი მიღწევების რატიფიცირებას მოახდენს“.
ბუდანოვის თქმით, გეგმავს ახალ ტრანსსასაზღვრო თავდასხმებს რუსი მოხალისეების მხრიდან, რომლებიც მოქმედებენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მხარდაჭერით. გარდა ამისა, მზადდება ახალი ოპერაციები დრონების გამოყენებით.
“წარვადგინეთ გეგმა, რომელიც მიმართულია რუსეთის შესაძლებლობების შემცირებაზე. ის მოიცავს ბევრ ასპექტს, მაგალითად, სამხედრო ინდუსტრიას, კრიტიკულ სამხედრო სამიზნეებს, მათ აეროდრომებს, მათ სამეთაურო-საკონტროლო პუნქტებს”, – განმარტა ბუდანოვმა.
მისი თქმით, მსგავსი თავდასხმების მიზანია იმის ჩვენება, რომ მოსახლეობას ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადატანისგან ვერ დაიცავს.

ასევე დაგაინტერესებთ

გვალია: ეხლა მომისმინეთ! ამ დასში მეც ვარ და მაგრად არ მსიამოვნებს როცა სხვის ნამოქმედარს მე და განსხვავებულ აზრზე მყოფ მსახიობებს გვტენიან არასწორად ინფორმირებული სააგენტოები თუ ინდივიდუალური პირები!