კეზერაშვილის სატელევიზიო ინტელიგენციას მოვუსმინე, ქართველებს ამუნათებენ, რანაირად ვერ ხვდებით რომ გერმანია მონღოლეთს ჯობიაო. (მონღოლეთი დემოკრატიული ქვეყანაა ტირანიებით გარშემორტყმული – ოღონდ).
მგონი მართლა არ ესმით, რომ ქართველებს გერმანია ურჩევნიათ და ამიტომ გარბიან გერმანიაში და არა მონღოლეთში. ან ესმით, უბრალოდ არ იციან სხვა რა ილაპარაკონ. გავიგე რომ გიხდით ხელფასს და გიღირთ მაგ ფულად დიდაქტიკური სისულელეების ბოდვა და თავის დამცირება, მაგრამ მონღოლეთი რა შუაშია? რომელი ქართველი ნახეთ ვინც იძახის რომ გერმანიაში ცხოვრებას მონღოლეთში ცხოვრება ურჩევნია?
კეზერაშვილს რომ არ ირჩევს და 100 პროცენტით უკრაინელ ჩოილარს, ამიტომ მონღოლეთი ურჩევნია?
“თავად მე თავს 100 პროცენტით უკრაინელად ვგრძნობ და არასდროს მიამაყია ამით ასე ძალიან“, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი ინტერვიუში.