კახეთში ღვინის ფესტივალი „თელავინო 2018″ გაიმართა

ქართული ღვინის დღეების – „ღვინობისთვე 2018″-ის ფარგლებში, თელავში ღვინისფესტივალი „თელავინო 2018″ გაიმართა. თელავის ცენტრში მოწყობილ პავილიონებში წარმოდგენილი იყო დიდი და მცირე მარნებისმიერ წარმოებული 100-მდე სხვადასხვა დასახელების ღვინო, ჭაჭა და ბრენდი.ფესტივალი „კახეთის მეღვინეთა გილდიის” მიერ 2014 წელს დაფუძნდა და ტრადიციულად რთველის მიწურულს იმართება.

ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, „თელავინო 2018″-ის გახსნას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლადაესწრო. მისი თქმით, ქართული ღვინის დღეები მიზნად ისახავს  საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს წარმოჩენას და, ზოგადად,  ქართული ღვინის  პოპულარიზაციის ხელშეწყობას.

„დღევანდელი დღე არის ზეიმი, მევენახეები და მეწარმეები ერთად აღნიშნავენ ღვინისფესტივალს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ფესტივალი კახეთში წარმატებული რთველის ფონზე ტარდება: გადამუშავებულია 200 ათასზე მეტი ყურძენი, მევენახეების შემოსავალი კი 300 მლნ ლარს აღწევს, რაც ბოლო თითქმის 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია.  ფესტივალი „თელავინო” წელს მეხუთედ ტარდება და აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად იზრდება როგორც მონაწილეთა, ასევე ფესტივალის სტუმრების, მათ შორის, უცხოელი ტურისტების რიცხვი”- განაცხადა ლევანმეხუზლამ.

ფესტივალი „თელავინო 2018″ გასული წლებისმსგავსად, ღვინის ეროვნული სააგენტოსმხარდაჭერით ჩატარდა. „ქართული  ღვინისდღე” პირველად 2014 წელს აღინიშნა.  ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისდიდი ინტერესის გათვალისწინებით, 2016 წელსგადაწყდა, რომ „ქართული ღვინის დღე” კვირეულის სახეს მიიღებდა, 2018 წელს კიქართული ღვინის დღეები უფრო ფართოდაღინიშნება: ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 5-დან 21 ოქტომბერამდე თბილისსა და   საქართველოს რეგიონებშიქართული ღვინის დღეები „ღვინობისთვე 2018″ სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.

">