კახა ოქრიაშვილი – ხელისუფლებაში მსხდომი მსახიობები, რომლებიც პრემიერის და მინისტრების როლს ასრულებენ, მართავენ სპექტაკლს, სახელწოდებით „2023 წლის ანგარიში“

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს, საქართველოს ხელისუფლებაში მსხდომი მსახიობები, რომლებიც პრემიერის და მინისტრების როლს ასრულებენ, მართავენ მორიგ სპექტაკლს, სახელწოდებით „2023 წლის ანგარიში“.
ბატონო მსახიობებო, ძალიან მალე მოგიწევთ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი მართლმსაჯულების წინაშე არა როლის შესრულება, არამედ ყველა დანაშაულის აღიარება, რაც 2012 წლიდან გაქვთ ჩადენილი. ვეჭვობ, ამ უკანონოდ გამდიდრებული მსახიობების ხარჯზე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი გაორმაგდება.
აბა, კარგად იყავით!“ – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და “რა საჭიროა?” – ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნუგზარ წიკლაური: იცნობთ ქვეყანას სამყაროში, სადაც ფასებს სუს-ი არეგულირებს? გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის, ყველის და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ოცნება“ – დებატებზე კი არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა და „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით დასხდნენ