კახა კალაძე ბრისტოლის მერს შეხვდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისთან დაძმობილებული ქალაქის – ბრისტოლის მერს, მარვინ რისს შეხვდა. თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა

ეკონომიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. კახა კალაძემ მარვინ რისს თბილისში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. თბილისის მერმა ყურადღება ასევე, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტისა და ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტებზე გაამახვილა. „ბრისტოლის მერთან საინტერესო შეხვედრა შედგა.

აღსანიშნავია, რომ ბრისტოლი და თბილისი დაძმობილებული ქალაქებია. მიმდინარე წელს, ჩვენი დაძმობილების დღიდან 30 წელი სრულდება. ძალიან მნიშვნელოვანია ის თანამშრომლობა, რომელიც ჩვენს ქალაქებს შორის არსებობს. დღევანდელ შეხვედრაზე თბილისში, ღამის ეკონომიკის განვითარებაზე ვისაუბრეთ. ბრისტოლს ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, რომლის გაზიარებაც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან სასარგებლო იქნება. გარდა ამისა, განვიხილეთ სხვადასხვა კულტურული პროექტი. ვისაუბრეთ მომავალ წელს, თბილისში ქუჩის მუსიკოსების საერთაშორისო ფესტივალის ჩატარებაზე. ვფიქრობ, რომ ორივე ქალაქს თანამშრომლობის ძალიან დიდი რესურსი აქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ. ბრისტოლის მერმა მზადყოფნა გამოთქვა, ამ კუთხით არსებული გამოცდილება თბილისის მუნიციპალიტეტს გაუზიაროს.

/</a></iframe>