„არავის დავინდობთ, ვინც კორუფციის მიმართულებით იქნება შემჩნეული“

კახა კალაძე ამბობს, რომ არ დაინდობს კორუფციაში შემჩნეულ ადამიანებს – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თოქშოუ „რეაქციის“ ეთერში განაცხადა

„მე ამირჩია ხალხმა, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ძალიან დიდია მოლოდინი, რომ გარკვეული ცვლილებები განცორციელდება, მერია იქნება მოქნილი, მერია იქნება ორიენტირებული ადამიანებზე, შესაბამისად ამ ყველაფერში და იმ რეფორმებში და პროექტების განცხორციელებაში, რასაც ჩვენ ვგეგმავთ, რა თქმა უნდა, კორუფცია მოდის წინააღმდეგობაში. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არავის დავინდობთ ვინც რაიმე სახით გაბედავს, რომ კორუფციის მიმართულებით იქნეს შემჩნეული. იქნება ადეკვატური ზომები მიღებული, კანონის ფარგლებში ყველა აგებს პასუხს“- განაცხადა კახი კალაძემ.