კახა კალაძე

თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების თარიღი: 27 თებერვალი, 1978  (39 წლის)
დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 2003 წელს.

ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, თამაშობდა მარცხენა და ცენტრალურ მცველად. 1993 წლიდან საფეხბურთო კლუბი “დინამო თბილისი”; 1996-2012წწ. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრი; 1998-2001წწ. საფეხბურთო კლუბი “დინამო კიევი”; 2001-2010წწ. იტალიური საფეხბურთო კლუბი “მილანი”; 2010-2012წწ. კლუბი “ჯენოა”. 2012-2016 საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი/ვიცე-პრემიერი; 2016 წლის 26 ნოემბრიდან საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი/ვიცე-პრემიერი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური საბჭო, წევრი (2011-)
  • საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი “კალა კაპიტალი”, დამფუძნებელი (2007-)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2012)
  • საქველმოქმედო ფონდი “კალა ფონდი” , დამფუძნებელი (2008-)
  • სს “პროგრეს ბანკის” სამეთვალყურეო საბჭო, წევრი (2008-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 – საქართველოს წლის ფეხბურთელი
  • 2007 – საქართველოს წლის ფეხბურთელი
  • 2005 – საქართველოს წლის ფეხბურთელი
  • 2002 – საქართველოს წლის ფეხბურთელი
  • 2000 – საქართველოს წლის ფეხბურთელი
  • ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი