კატალონიის რეფერენდუმთან დაკავშირებით ესპანეთის პოლიციამ რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავა

უცხოური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ცნობით, ესპანელმა სამართალდამცავებმა დააკავეს ესპანეთის ვიცე-პრეზიდენტის თანაშემწე და კატალონიის ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ესპანეთიპოლიციამ ხელისუფლების დავალებით დაიწყო კატალონიის რეგიონის და ესპანეთის მაშტაბით საჯარო უწყებების ჩხრეკვა და გამოკვლევა კატალონიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების მიზნით 1 ოქტომბერს დაგეგმილ რეფერენდუმთან დაკავშირებით.

ესპანეთის ხელისუფლებამ და საკონსტიტუციო სასამართლომ რეფერენდუმი უკანონოდ მიიჩნია, ამიტომ ყველა ის საჯარო პირი, რომელიც რეფერენდუმის ჩატარებისთვის ემზადება სამართალდამრღვევია. დაკავებულ მოხელეებს კი სწორედ ამ რეფერენდუმთან დაკავშირებული დოკუმენტაციები აღმოუჩინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეები ადგილობრივი საჯარო შენობების და დამოუკიდებლობის იდეის მომხრე საჯარო მოხელეების დაცვას აპირებენ.