კატალონიის პოლიცია ცენტრალურ ხელისუფლებას აღარ ემორჩილება

“კატალონიის პოლიციამ კანონით ნაკისრი მოვალეობები უნდა შეასრულოს”,- სტატიას ამ სათაურით ესპანური გამოცემა EL PAÍS-ი აქვეყნებს. სტატიის მიხედვით ირკვევა, რომ კატალონიის პოლიცია ცენტრალურ ხელისუფლებას აღარ ემორჩილება. უფრო მეტიც, კატალონიელი პოლიციელები უკანონო რეფერენდუმის ჩატარებას ხელს არ უშლიან.

 

Officers with Catalonia's Mossos d' Esquadra police force.

 

მადრიდში არ გამორიცხავენ, რომ ესპანეთის პროკურატურამ, შესაძლოა, კატალონიის პოლიცია მოსოსის ქმედებების გამო საქმეც აღძრას.

ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლება იძულებული გახდა, რეფერენდუმისთვის ხელის შეშლის მიზნით, ბარსელონაში ესპანეთის ფედერალური პოლიციის ოფიცრები გაეგზავნა.

 

 

 

ესპანეთის პოლიციამ და სამოქალაქო გვარდიამ კატალონიის რეფერენდუმისთვის განკუთვნილი კატალონიაში 2,315 საარჩევნო უბნიდან, 1,3 ათასამდე დაბლოკა, ხოლო საარჩევნო ურნების და ბიულეტინების ჩამორთმევა დღეს დილიდანვე დაიწყო, რაც პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. დაშავებულია 38 ადამიანი.

კატალონიის რეფერენდუმი პარალელურად მადრიდში ქვეყნის ერთიანობის მომხრეთა აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები კატალონიის მეთაურის კარლეს პუიჩდემონის დაპატიმრებას მოითხოვენ. კატალონიაში რეფერენდუმის ჩატარების მოწინააღმდეგეები მადრიდში გუშინაც შეიკრიბნენ. “მე ესპანელი ვარ“, „ესპანეთი ერთიანია“ სკანდირებნენ ისინი.

კატალონიაში კი რეფერენდუმის მომხრეებმა გასულ ღამით იმ სკოლების შენობები დაიკავეს, სადაც დღეს კენჭისყრა უნდა ჩატარდეს.

">