კალიფორნიაში მასშტაბურ ხანძარს 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კალიფორნიაში ძლიერმა ხანძარმა 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ხანძარი, რომელიც ძლიერმა ქარმა გააძლიერა ასობით სახლი გაანადგურა და 20 ათასამდე ადამიანს საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუწია. ხანძარი კალიფორნიის შტატის ნაპას, სონომასა და იუბას რეგიონებში მძვინვარებს. ამ რეგიონებში კალიფორნიის გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ნაპა, სონომა და იუბა ძირითადად განვითარებული მეღვინეობით არიან ცნობილები.

ადგილობრივი მეხანძრეების განცხადებით, წლევანდელი ხანძარმა 2007 წლის შემდეგ ყველაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

">